Sunday, December 22, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

     დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.თითოეულმა ჩვენთაგანმა მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია,გამომსვლელს დავუსვით შეკითხვები პროექტის შესახებ,ტრენერმა მოახდინა კომენტირება.
     ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო.შევისწავლეთ ბევრი რამ,რასაც აქტიურად გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში.
      დიდი მადლობა ქალბატონ ლალის!!!
 

Saturday, December 21, 2013

პროექტის პორტფოლიო

                                                 პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,მოვარგე ჩემს პროექტს.  .ჩვენი შექმნილი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.
სამუშაო ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის.

Saturday, December 7, 2013

ჩემი პროექტის პუბლიკაცია

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები



ზოგადი კითხვაროგორ იცვლება მსოფლიო?

 თემატური კითხვები - მართლა ვცოტავდებით ქართველები?  რაში გვეხმარება მიგრაციული პროცესების ცოდნა?
     
 შინაარსობრივი კითხვები რა არის მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა? რა ძირითადი ფაქტორები მოქმედებს მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაზე?რა შეიძლება გაკეთდეს დასახელებული პროცესების თავიდან ასაცილებლად?

Sunday, December 1, 2013

ტრენინგის მესამე დღე

   დღევანდელი დღე საინტერესოდ დაიწყო.ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტზე და გამოვკვეთეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო ძირითადი კითხვები და მიმართულებები.
  • კითხვები შევაფასეთ შეფასების რუბრიკების საშუალებით.

Sunday, November 24, 2013

ტრენინგის 1-ლი დღე


    ,,ინტელის"  ტრენინგი დაიწყო კურსის ზოგადი შინაარსის გაცნობით.მიზნების გაცნობის შემდეგ შევქმენით საკუთარი პორტფოლიო,რომელშიც შევიტანეთ შესაბამისი დოკუმენტები,რომლებიც გადმოვტვირთეთ " ვიუვერიდან".
      წავიკითხეთ 1 მოდულის პირველი სამი აქტივობა და გამოვყავით  მათგან ძირითადი ინდიკატორები.შემდეგ შევქმენით ბლოგი და მოვახდინეთ პირველი დღის რეფლექსია.
      მივიღეთ დავალება,რომ სახლში წავიკითხოთ პირველი მოდულის სამი აქტივობა და მოვიფიქროთ იდეა საკუთარი პროექტისათვის.
       ვისწავლეთ ბლოგში ჩასწორება და ფონების შეცვლა.